1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ტარიელ ონიანი ყველაზე გავლენიანი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელსაც თითქმის მთელ მსოფლიოში იცნობენ. პოპულარობას არ უჩივის მისი ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც რუსული ელიტური წვეულებების სასურველი სტუმარია და მას რუსი ჟურნალისტები კრიმინალის პრინცესასაც კი უწოდებენ.
ბავშვობაში გვანცამ მძიმე სტრესი მიიღო. 2005 წელს რუსი მაფიოზების წინააღმდეგ, ესპანელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარეს.
პეცოპერაცია ბარსელონაში, ტარიელ ონიანის კუთვნილ ვილაშიც ჩატარდა. ოპერაციის მომენტში ბინაში ქართველი ავტორიტეტი და მისი მცირეწლოვანი შვილი გვანცა იმყოფებოდნენ. ონიანის მეუღლე და უფროსი შვილი უშბა იმ დროს ესპანეთის ფარგლებს გარეთ იყვნენ.
ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ონიანი ვიღაცამ გააფრთხილა. ვილაში შევარდნილ სამართალდამცველებს ქართველი ავტორიტეტი ადგილზე აღარ დახვდათ. მან პოლიციას რამდენიმე წუთით გაასწრო.
სამაგიეროდ, იქ იყო ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო. სპეც-ოპერაციის შედეგად გვანცა დააკავეს, ონიანმა ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა, ხოლო 12 წლის გვანცა პოლიციამ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანა. ბავშვი რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.
ტარიელ ონიანის ვაჟი უშბა წარმატებული ბიზნესმენია.
გვანცა ონიანი დროს ძირითადად მოგზაურობაში ატარებს. მას სოციალური ქსელების დახურულია, ამიტომ რუსული მედია კრიმინალები პრინცესას ახალ ფოტოებს ვეღარ ავრცელებს.
იგი ხშირად ისვენებს ისეთ ელიტარულ კუნძულებზე. მონაკოში, კუნძულ მიკონოსზე და სოჭში.