ესპანეთში დაკავებული საქართველოს 25 მოქალაქიდან 5 ქალია - ახალი დეტალები

ესპანეთი

"კურიერმა" ესპანეთში დაკავებულთა ვინაობა გაარკვია.

"რუსთავი 2" ესაუბრა მათ ახლობლებს. ნაწილს არ სურს მედიასთან გამოჩენა, ნაწილი კი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის.

მასშტაბური სპეცოპერაცია მადრიდში ჩატარდა. ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფება აიყვანეს. "კანონიერი ქურდების" დაკავება - ამ სათაურით ავრცელებს ინფორმაციას ადგილობრივი მედია. სტატიებში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მადრიდში 25 ადამიანი დააკავა, ისინი ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ. 
 
როგორც ირკვევა, დაკავებულებს შორის 5 ქალია. ისინი ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ.

მედიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჩხრეკა შვიდ მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია მოპარული ძვირად ღირებული საათები, სამკაულები, ასევე ელექტრონული მოწყობილობები. ადგილობრივი მედია არ გამორიცხავს დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.