1744273393
დაკავებულია საშიში დამნაშავე - თბილისის რომელ ქუჩაზე ცხოვრობდა პედოფილი და რა დეტალები ხდება ცნობილი ტეხასელ კრიმინალზე

საქართველოში ამერიკელი პედოფილი დააკავეს. საშიში დამნაშავე, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 დანაშაულშია ბრალდებული.
დაზარალებულთა შორის არიან ქემერონ სთენდჰართის არასრულწლოვანი შვილებიც. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ 31 წლის მამაკაცს კრიმინალურმა პოლიციამ ხელბორკილები პირდაპირ სავარჯიშო დარბაზში დაადო.
ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, შევიწროება, გაგუდვის მცდელობა და შეიარაღებული თავდასხმა - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ტეხასის შტატის პროკურატურა ქემერონ სთენდჰართს ედავება. განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეზე საერთაშორისო ძებნა 27 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ორით თვით ადრე მან შეერთებული შტატები დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ძებნილი მამაკაცი, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, კონსპირაციულად ცხოვრობდა და ადგილობრივებთან თითქმის არ კონტაქტობდა.
ვრცლად, ნახეთ სიუჟეტი:
ასევე ნახეთ:
გაფრთხილება! წყალი 14 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა
VIDEO: „კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ამ ყველაფრის უკან ანა ქურდაძე დგას“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“
4 ნოემბრიდან, ამ ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება