დააკავეს მოზარდი, რომელსაც მისალმების ფორმა არ მოეწონა და თანატოლი დაჭრა

პატრული

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავი მოლთან მომხდარი სისხლიანი გარჩევა, ორ ნაცნობს შორის მისალმების ფორმის გამო დაიწყო.

არსებული ინფორმაციის თანახმად,  ერთ-ერთ მოზარდს თან ახლდა ნაცნობი, რომლის მისალმების ფორმა მოზარდისთვის მიუღებელი იყო. ამის შედეგად ნაცნობებს შორის დაიწყო კამათი.  დაპირისპირების დროს მოზარდმა თანატოლი ცივი იარაღით, ხელის არეში დაჭრა. პოლიციამ შეიარაღებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 177-ე მუხლით არის დაწყებული.

დაშავებული მოზარდის მდგომარეობა  სტაბილურია.

ქალაქის ცენტრში მოზარდის დაჭრის ინციდენტი, გუშინ საღამოს საათებში მოხდა. 

წყარო: