აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ... - მოძღვარი მრევლს მიმართავს
1774367787
საბერძნეთში ქართველი ბანდის სამი წევრი დააკავეს.
ბერძნული მედია წერს, რომ დაკავებულებს შორისაა 39 წლის ქალის, რომელიც სავარაუდოდ ლომბარდის მფლობელია და მოპარულ ნივთებს იბარებდა.
პოლიციამ დაკავებულების სახლის ჩხრეკისას ამოიღო: პისტოლეტი,ვაზნები, პნევმატური შაშხანა, გასაღებები, ხელსაწყოების ნაკრები.
ასევე ამოღებულია ოქროს ზოდები, ოქროს მონეტები სხვადასხვა ძვირად ღირებული სამკაულები.
ქართველების ბანდა ეჭვმიტანილია 9 ძარცვის საქმეში.
დაკავებულებს რამდენიმე მძიმე ბრალდება წარუდგინეს: მათ შორის ორგანიზებული ბანდის წევრობა, ძარცვა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება და დაუმორჩილებლობა.