პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულები მკვლელობამდე შატალოვას უთვალთვალებდნენ, რისთვისაც წინასწარ მათ იქირავეს ბინა.
მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები. მათ შორის, ვიდეომასალა, რომელიც კომპლექსურ სიტუაციას ასახავს, თუ როგორ ვითარდებოდა მანამდე სიტუაცია.
„აღნიშნული საქმე არის კომპლექსური, გარდა იმისა, რომ განიხილება ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობა, ასევე განიხილება რამდენიმე დანაშაული, მათ შორის, პოლიციელებზე თავდასხმა, რაც გამოიხატა ხელყუმბარის სროლით. შესაბამისად, ბრალდების მხარე დავკითხავთ მოწმეებს, რომლებიც საერთო ჯამში დაადასტურებენ ბექა ლატარიას მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე ბიძინა ხასიას და ლევან რაჯავის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.
საქმეში წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები. მათ შორის, ვიდეომასალა, რომელიც კომპლექსურ სიტუაციას ასახავს, თუ როგორ ვითარდებოდა მანამდე სიტუაცია, ასევე, არის წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ იქ, სადაც ცხოვრობდა ანასტასია შატალოვა, ბრალდებულებმა წინასწარ, იქირავეს ბინა, რათა მის მიმართ განეხორციელებინათ თვალთვალი, ასევე, წარმოდგენილია კონკრეტული ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს მანქანებით თვალთვალს ანასტასია შატალოვას გადაადგილების.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებმა წინასწარ იქირავეს ბინა, ანასტასია შატალოვას უთვალთვალებდნენ, ამავდროულად, მათ ის საშუალებები, რომელიც ხელს შეუშლიდა, ან ამოცნობაში დაეხმარებოდა გამოძიებას, წინასწარ მოახდინეს მათი განადგურება. ბექა ლატარია გახლდათ ის, ვინც გარე განათების საშუალება გაანადგურა, განზრახ მკვლელობისთვის შექმნეს პირობები", - განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.