1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
2 წელი სიმართლის დადგენის მოლოდინში, 19 წლის შოთა ქულუსაშვილის ოჯახი მის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას 2021 წლის 3 მარტიდან ითხოვდა.
ბრალდებული სამი პირიდან სასჯელს მხოლოდ ორი იხდის, ხოლო ის, ვისი ნასროლი ტყვიითაც ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაიჭრა, ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.
საქმე სოფელ სართიჭალაში ორი წლის წინ მომხდარ სისხლიან გარჩევას ეხება, ახალგაზრდებს შორის ჩხუბს 19 წლის შოთა ქულუსაშვილი შემთხვევით ემსხვერპლა, მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია ზურგის არეში მოხვდა. პოლიციამ საქმის ფიგურანტები მალევე დააკავა, თუმცა სასამართლომ მათ სასჯელი შეუმსუბუქა. დაზარალებულების ოჯახს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილთან პრეტენზიები აქვთ და ამბობენ, რომ მან დამნაშავე გაამართლა.
"კურიერის" ინფორმაციით, ქულუსაშვილი სართიჭალაში, ზაზა მანჩხავას და თორნიკე გადელიას, თბილისიდან გაყვა.
სოფელში ჩასვლის შემდეგ კი ისინი ზურაბ სალთხუციშვილს შეხვდნენ. თავდაპირველად დაიწყო სიტყვიერი კამათი, მალე კი დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის მისამართით სროლა დაიწყეს.
შოთა ქულუსაშვილ, სასიკვდილოდ მაშინ აიჭრა როდესაც ავტომობილიდან გადმოსვლას ცდილობდა. გავრცელებული ვერსიით მას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სართიჭალაში მცხოვრებმა, სალთხუციშვილმა ესროლა.
ოჯახის ახლობელი ყვება რომ, მშობლები შვილთან ტელეფონით დაკავშირებას მთელი დღე ცდილობდნენ, დღის ბოლოს მათ შეატყობინეს, რომ დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან, რამდენიმე წუთში, ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა .
სართიჭალაში სისხლიანი გარჩევა ზურაბ სალთხუციშივლის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა. სწორედ მასთან ქონდათ კონფლიქტი ზაზა მანჩხავას და თორნიკე გადელიას.
"კურიერის" ინფორმაციით, თავდაპირველად მანჩხავამ, სალთხუციშვილს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ესროლა და ააცილა. ავტომატის გამოყენებას გეგმავდა თორნიკე გადელიაც , თუმცა ვერ მოასწრო. იარაღი სალთხუციშვილმა წაართვა და მანქანის მისამართით დაიწყო სროლა.
კურიერი ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით გამართლებულ სალთხუციშვილთანაც მივიდა, თუმცა ზურა სალთხუციშვილი კამერასთან არ ჩნდება. საჯაროდ და დეტალებზე საუბარი არც მის ძმას სურს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ 2021 წლის 3 მარტს მათ სახლთან ტრაგედია დატრიალდა და დაპირისპირებისთვის ან სისხლიან გარჩევისთვის მოტივი არ არსებობდა.
"კურიერმა" გაარკვია, რომ სროლას და ფიზიკურ დაპირისპირებას, რამდენიმე დღით ადრე მომხდარი კონფლიქტი უძღოდა.