„13 მილიონ ფუნტად შეფასებული პენტჰაუსი და წითელი ლენინის ფოტო ბუხრის თავზე...“ - როგორ გამოიყურება ძებნილი კრიპტოდედოფლის ბინა ლონდონში

კრიპტოვალუტა

როდესაც გაუჩინარებული კრიპტოვალუტის დედოფალი რუჯა იგნატოვას მიერ შეძენილი ლონდონის პენტჰაუსი კვლავ გამოჩნდა ბაზარზე გასაყიდად, აღმოჩნდა რომ  გაქცეული თაღლითი მის გაყიდვას მალულად ცდილობდა.

OneCoin-ის ყალბი კრიპტოვალუტის დამფუძნებელი FBI-ის მიერ ძებნილ პირთა ათეულშია.

BBC-მ 2021 წელს გამოააშკარავა, თუ როგორ იყიდა იგნატოვამ ფარულად ოთხოთახიანი პენტჰაუსი, რომელიც, როგორც ამბობენ, ოდესღაც სავსე იყო ძვირად ღირებული ნამუშევრებითა და ცნობილი დიზაინერების სამოსით.

ნახეთ ფოტოები იგნატოვას მდიდრული პენტჰაუსიდან ⇓

იგნატოვა ბულგარეთში დაბადებული გერმანიის მოქალაქეა, იგი 2017 წლის 25 ოქტომბერს, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც პოლიციამ კრიპტოდედოფლის თაღლითური სქემის გამოძიება დაიწყო.

 OneCoin 2014 წელს შეიქმნა, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ინვესტორებმა 100 მილიონ ფუნტზე მეტი დაკარგეს.

ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ოჯახის მეგობარმა ინვესტიციის ჩადებაში დაარწმუნა, ამბობს, რომ მისმა ოჯახმა 54 000 ფუნტზე მეტი დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: „კრიმინალები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილი“ - ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

VIDEO: „ენა გაქვს დაგრძელებული...“ - მინდია ლავასოღლის ერთ-ერთი სკანდალური ფარული ჩანაწერი

ქართველი სერიული მკვლელები - სკანდალური საქმეების წარმოუდგენელი, დაუჯერებელი დეტალები