ჟორდანიას კლინიკის გუნდი ქუთაისში უფასო გინეკოლოგიურ კონსულტაციებს იწყებს

ჟორდანია

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთი მოწინავე წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების მიხედვით, პროფესიონალ ექიმთა გუნდი უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა.

ჟორდანიას კლინიკა მუდმივად ზრუნავს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე საქართველოს მასშტაბით და პერმანენტულად ახორციელებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ქვეყნის სხვადასხვა  რეგიონში. 15-16 ივნისს ქუთაისში ჟორდანიას კლინიკის  კლინიკის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი კონსულტაციებს ჩაატარებს გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირების სრული სპექტრით

მოწვეული ექიმები მიიღებენ პაციენტებს შემდეგი პათოლოგიებით:

მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები;

მენსტრუალური ციკლის დარღვევები;

მენოპაუზალური და კლიმაქტერული პერიოდის პრობლემები;

ამავდროულად, უნაყოფო წყვილებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ უფასო კონსულტაცია რეპროდუქტოლოგთან, ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები: სპერმოგრამა ; ულტრაბგერითი კვლევა

წინასწარ ჩაწერისთვის - 592 700 797

მის: ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკა
ქუთაისი, ნიკეას ქ. 46ბ