VIDEO: ,,არის მედიკამენტი, რომლის გამოყენებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - ეს უნდა იცოდეთ" - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტს ასახელებს, რომლის გამოყენებაც, მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია.

ექიმი ამბობს, რომ ამ პრეპარატის მიღება, განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.

,,არის ერთი მედიკამენტი, რომლის გამოყენებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ამ მედიკამენტის შესახებ თქვენ უნდა იცოდეთ, აუცილებლად. 

კლასიკურად გამოიყენება ხოლმე გაციების დროს, განსაკუთრებით, ბავშვებში. ის ძალიან, ძალიან სახიფათო მედიკამენტია.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვისთვის, თუ მას აქვს გრიპის, გაციების, სურდოს, მაღალი ტემპერატურის შემთხვევები, იმიტომ რომ თუ მას მისცემ, შეიძლება ამით ბავშვი სერიოზულად დააზიანო. 

ამ მედიკამენტს ჰქვია - NOL GRIPP junior.

მისი გამოყენება ბავშვებში, შესაძლოა, დასრულდეს ფატალურადაც.

რეგულირების სააგენტოს ჰქონდა ძალიან დროული რეაგირება და ეს მედიკამენტი მაქსიმალურად შეზღუდა, პირველივე მცდელობაზე. თუ გაქვთ სახლში ეს მედიკამენტი, შემოიტანეთ საზღვარგარეთიდან და აპირებთ, მისცეთ ბავშვს, ეს არ გააკეთოთ, იმიტომ რომ არ შეიძლება მისი გამოყენება", - ამბობს გიორგი ღოღობერიძე და განმარტავს, თუ რატომ არის სახიფათო მისი მიღება. 

ვრცლად, ნახეთ, ვიდეო: