უცხოეთში მცხოვრები, ქართველი ფსიქიატრ/ფსიქოთერაპევტი, თორნიკე გაგოშიძე, ფსიქიატრიის უფასო ონლაინ კურსს ჩაატარებს

თორნიკე გაგოშიძე

უცხოეთში მცხოვრები, ქართველი ფსიქიატრ/ფსიქოთერაპევტი თორნიკე გაგოშიძე, რომელიც 10 წელია გერმანიაში მოღვაწეობს, კლინიკების ქსელის, გადაუდებელი ფსიქიატრიის, ფსიქოთერაპიისა და გერონტოფსიქიატრიის უფროს ექიმად და გერმანიის გარდა ფლობს ლიცენზიას არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ქართველი ემიგრანტებისთვის და საქართველოში მცხოვრები დაინტერესებული პირებისთვის, 6, 7, 13 ივლისს ჩაატარებს ფსიქიატრიის უფასო ონლაინ კურსს. კურსი მოიცავს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიც არის :

დეპრესია და შფოთვითი აშლილობები,

ბიპოლარული დარღვევები,

ნარკოტიკებით და ალკოჰოლით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობები.

კურსზე დასასწრებად მსმენელებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 15-30 ივნისამდე პლატფორმა “სფიჩის” ვებ გვერდზე www.speech.ge ფსიქიატრიის ონლაინ კურსი - პლატფორმა “სფიჩი“ -ს და Emocen.com-ს ერთობლივი პროექტია.