ახალშობილი

თუ თქვენი ახალშობილის კანზე ასეთ ლაქას შენიშნავთ! - ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეს მშობელმა

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ახალშობილების სხეულზე ლურჯ ლაქებს ეხება.

„მოგესალმებით ძვირფასო დედიკოებო, თქვენს მიერ ხშირად დასმულ კითხვას წარმოადგენს მოლურჯო ან მოლურჯო-მონაცრისფრო ლაქების არსებობა თქვენი ახალშობილის კანზე, რომელსაც მონგოლოიდური ლაქები ჰქვია(90%-ში გვხვება იმ ახალშობილებში, რომლებიც მიეკუთვნებიან მონგოლურ რასას) ხშირად საკრალურ ლაქებსაც უწოდებენ, სამედიცინო ენაზე კი მას დერმული მელანოციტოზი ეწოდება, ეს ლაქები ძირითადად მუქი კანის ფერის მქონე ახალშობილებში გვხვდება, თეთრკანიანებში მხოლოდ 10-12%-ში, გოგონებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით.

დაგაინტერესებთ: 12 ახალშობილი დაიბადა ერთ დღეში, ერთ კლინიკაში - ოზურგეთის „მედალფა“ ფოტოებს ავრცელებს

შეიმჩნევა უკვე მუცლადყოფნის პერიოდიდან, ახალშობილებში დაბადებისთანავეა გამოხატული მომრგვალო, ან არათანაბარი კიდეების მქინე მოლურჯო ან მოლურჯო-მონაცრისფრო ლაქები, ძირითადად გავა-თეძოს, დუნდულების, წელის არეში, ან სხეულის სხვა მიდამოებში მონგოლოიდური ლაქა აბსოლუტურად უსაფრთხოა ის არასდროს არ ტრანსფორმირდება მელანომაში არ საჭიროებს მკურნალობას ხშირად 12-24 თვიდან ფერმკრთალდება და ქრება 5-6 წლის ასაკში, თუმცა, შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეს.

თანამედროვე დერმატოლოგია თვლის, რომ მონგოლოიდური ლაქების წარმოქმნის მიზეზი არის ემბრიონული განვითარების სტადიაში მელანოციტების მიგრაციის პროცესის დარღვევა, როდესაც მელანოციტების ნაწილი რჩება დერმაში, მათ მიერ პროდუცირებული მელანინი არის მიზეზი მორუხო-მოლურჯი ლაქების წარმოქმნისა.

ასე რომ არ შეშინდეთ, თუ თქვენი ახალშობილის კანზე ასეთ ლაქას შენიშნავთ! ის მას არასდროს არ მიაყენებს ზიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.

ასევე ნახეთ: დერმატოლოგის რჩევას მიენდეთ... - რა შეემთხვა ანუკი არეშიძეს

 

მთავარი სიახლეები