„თუ ეს სამი ნიშანი შეამჩნიეთ 18 თვემდე ბავშვს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს“ - ნევროლოგის გაფრთხილება მშობლებს!

ბავშვი

ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ნანა ტატიშვილი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობ სამ ნიშანს ასახელებს.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშანი არსებობს, რომელზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს. პირველი, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება, 10 დაძახებიდან 6-7-ჯერ მაინც უნდა ჰქონდეს რეაქცია, მეორე - საჩვენებელ თითს არ იყენებს მისათითებლად და მესამე, როცა ჩვენს მითითებულზე არ ატრიალებს თავს და არ უყურებს ნივთს:

,,თუ ეს სამი ნიშანი შეამჩნიეთ 18 თვემდე ბავშვს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ არა უშავს, თავისით გამოსწორდება, არ გამოსწორდება თავისით. აჟიოტაჟის ატეხვა სჯობს, ვიდრე  ის, რომ რაიმე გამოგვეპაროს,'' - აღნიშნა ნანა ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“. 

ასევე ნახეთ:

„ასეთი რა სიყვარული და მადლი დათესე, მოძღვარო, რომ ლამის მთელი საქართველო შენთვის ლოცულობს...“ - რას წერენ ახალგაზრდა მოძღვარზე

როგორ შევიმოწმოთ თერმომეტრით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია

„ის ერთადერთი გოგონა იყო, რომელსაც ინტერნეტში ვათვალიერებდი" - როგორ დაიწყო ხოაკინ ფენიქსისა და რუნი მარას ლეგენდარული სიყვარულის ისტორია