რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა.
„უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მღვდელი თეიმურაზ ქორიძე.
მამა თეიმურაზი რეანიმაციაში იმყოფება სუნთქვის უკმარისობით - ჩვენი ინფორმაციით, მას ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა. უფალი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს", - წერს ჟურნალი "კარიბჭე".
ჟურნალ „კარიბჭეს“ რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ახალგაზრდა მოძღვარზე კი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ასეთი რა სიყვარული და მადლი დათესე, მოძღვარო, რა მოასწარი 30 წლის ასაკში, რომ ლამის მთელი საქართველო შენთვის ლოცულობს, შენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ავედრებს უფალს .
აი, ღვაწლი... აი, მაგალითი იმისა, რომ არიან ნამდვილი ადამიანები ჩვენ გვერდით... მეც შევუერთებ ჩემს ლოცვას ასიათასობით კაცის ვედრებას - ღმერთო, დალოცე, გამოაჯანმრთელე, დიდხანს გვიცოცხლე მამა თეიმურაზი...
გთხოვთ, მოიხსენიეთ ლოცვებში რეანიმაციაში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მღვდელი თეიმურაზ ქორიძე...“
„მისი საუბრები მაქვს მოსმენილი.პირადად არ მინახავს მაგრამ ვგრძნობდი რომ საოცრად კეთილშობილი ადამიანია.ძალიან მიყვარს და ძალიან მინდა უფალმა გაუხანგრძლივოს სიცოცხლე“
„დღეს დედათა მონასტერში მამა გაბრიელს შევთხოვე მისი ჯანმრთელობა . მამა გაბრიელი სასწაულებს ახდენს მჯერა რომ მოხდება ეს სასწაული“.
ასევე წაიკითხეთ:
„მე ჩემი პლანეტით ვიყავი მარსზე“ - რა კადრებს აქვეყნებს ირაკლი მაქაცარია