1726490340
შეუძლია თუ არა კანაფს Covid-19-თან ბრძოლა? - ახალმა კვლევამ აჩვენა ორი ქიმიკატი, რომელსაც შეუძლია დაბლოკოს ინფექცია
„შეუძლია თუ არა კანაფს Covid-19-თან ბრძოლა? - ახალმა კვლევამ აჩვენა ორი ქიმიკატი, რომელსაც შეუძლია დაბლოკოს ინფექცია“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა independent-ი.
ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, რომ ქიმიური სკრინინგის დროს გამოვლენილი, კანაფში გავრცელებული ორი ნაერთი, კანაბიგეროლის მჟავა და კანაბიდიოლის მჟავა, კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციური საშუალებაა.
კვლევის მიხედვით, ისინი ვირუსში აღმოჩენილ ცილებს უკავშირდებიან და ბლოკავენ იმ ნაბიჯს, რომელსაც პათოგენი ადამიანების დასაინფიცირებლად იყენებს.