დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომელიც ბათუმში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„b4 და b5 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ. ვინც აცრილია და „ბუსტერიც“ გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე „ბუსტერი“ გაიკეთონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსი გააქტიურდა - ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ომიკრონის ორი ქვეტიპის ცირკულირებაზე საუბრობს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება განსაკუთრებით შეცვლილია ბოლო კვირის განმავლობაში, ეს კი ომიკრონის ორი ქვეტიპის, BA.4 და BA.5-ის გავრცელებას უკავშირდება, რომელიც უკვე 60%-ით არის დომინანტი საქართველოში.