110 ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა - ზაზა წერეთელი

წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის, ზაზა წერეთლის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 18%-ით გაიზარდა, გლობალურად დაფიქსირდა 4,1 მილიონზე მეტი შემთხვევა.

მისივე თქმით, 110  ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს.

„გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ პანდემიის შესახებ თავის უახლეს ყოველკვირეულ მოხსენებაში განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი მსოფლიოში შედარებით მსგავსია წინა კვირასთან შედარებით, დაახლოებით, 8,500. COVID-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა გაიზარდა სამ რეგიონში: ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ამერიკაში.

ახალი COVID-19 შემთხვევების ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისინი გაიზარდა 47%-ით, ოთხშაბათს გვიან გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად. ინფექციები გაიზარდა დაახლოებით 32%-ით ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ხოლო ამერიკაში დაახლოებით 14%-ით, განაცხადა ჯანმო-მ. შემთხვევები მატულობს 110 ქვეყანაში და ძირითადად, გამოწვეულია ომიკრონის ვარიანტებით BA.4 და BA.5.“ - წერს წერეთელი.