პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სპეციალისტების აზრით, კოვიდით გარდაცვლილთა შემთხვევების ნაწილი ჯერ კიდევ დელტა შტამის დამძიმების ნაშთებია, თუმცა ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ლეტალურ შედეგებს შორის ომიკრონის შტამიცაა“
"პრაიმტაიმი" ამირან გამყრელიძეს კითხვებით: ომიკრონის შტამით რამდენი გარდაცვალების შემთხვევაა ამ დროისთვის დაფიქსირებული და როგორია მისი პროგნოზი? დაუკავშირდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ომიკრონით, მომავალ კვირას გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. თუმცა, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ აღნიშნული შტამით გარდაცვალების ფაქტი საქართველოში უკვე დადასტურდა.
"ამჟამად, დადებითი შემთხვევების 90-95% ომიკრონია. ამიტომ ჰოსპიტალიზაციაშიც და სამწუხაროდ, გარდაცვალებაშიც მისი წილი თანდათან მოიმატებს. ზოგადად, დადასტურებულ შემთხვევებში, გარდაცვალების პროცენტი შემცირებულია.
- არის თუ არა საქართველოში ომიკრონით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირებული?
- გარდაცვლილთა შემთხვევაში ომიკრონიც გახლავთ უკვე.
- რამდენი ადამიანია გარდაცვლილი აღნიშნული შტამით?
- ეს მონაცემი ცნობილი მომავალ კვირაში გახდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა.
ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცერებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ლაბორატორიული კვლევებით ვლინდება.
„17 000 არის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ ვანგარიშობთ მეორე მაჩვენებლითაც - ე.წ. შეფასების მაჩვენებლით, რომელიც ალბათ, 2,5-3-ჯერ მეტია.
„დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში ალბათ, „ომიკრონის“ ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, - 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები და, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, „ომიკრონითაა“ გამოწვეული.
ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონი“ უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, „ომიკრონით“ ბევრი ადამიანი ინფიცირდება და, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და, სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.