საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონით“ დაინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

თამარ გაბუნია

„ომიკრონით“ დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა 1200-ზე მეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია - ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში შემთხვევების ნახევარი „ომიკრონია“, ინფიცირებულთა უმრავლესობა კი თბილისშია.

„დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ორჯერ ვაქცინირებული იყო, ასევე ბუსტერ-დოზა ჰქონდათ გაკეთებული და ამდენად, ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი რა თქმა უნდა, ხსნის ამ ფაქტს“, - განაცხადა გაბუნიამ.