1746733863
საქართველოში კოვიდინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 770 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
გარდაიცვალა 34 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 539 493 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 369 764, გარდაიცვალა 15 822 პაციენტი.