როდის დაიწყებს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები კლებას - ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი

კიდევ 24 616 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვლილი - ომიკრონის მთავარი სამიზნე ისევ დედაქალაქია. ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისშია, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა.

ექიმები ისევ საუბრობენ ვაქცინაციისა და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე. ეპიდემიოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, თებერვლის მეორე ნახევრიდან გავრცელების მაჩვენებლები შემცირდება.

„20 იანვრის შემდგომ გვაქვს შიდა საზოგადოებრივი გავრცელების საკმაოდ სერიოზული მაჩვენებლები. პრაქტიკულად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში პოზიტიური ტესტების რაოდენობა 30%-ზე მეტია, რაც მიუთითებს შიდა საზოგადოებრივი გავრცელების უპრეცედენტო მასშტაბებზე და, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური ფენა დროის მცირე მონაკვეთში უკვე თითქმის 90%-ს გადააჭარბებს, რაც ასევე ხელს უწყობს დაავადების გავრცელების ტალღების და გადაცემის ჯაჭვების შემცირებას, რაც ეპიდემიოლოგიურ სტაბილურობაში უნდა გამოხატოს უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.