იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება - ნახეთ, დეტალები
1732698224
„რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე წელიწადში გახდება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურის, მაღალი დონისა და შესაძლებლობების მქონე სამედიცინო კომპლექსი“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი განცხადებით, უკვე შემუშავებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმა და ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება დაწესებულება, რომელიც თანაბრად იზრუნებს პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის საუკეთესო ინტერესებზე.
„გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს ექნება მძლავრი საუნივერსიტეტო მაღალტექნოლოგიური საავადმყოფო 500 საწოლზე. გარდა ზემოაღნიშნული მიმართულებებისა, ახალ შენობაში განთავსდება ცენტრალური სისხლის ბანკი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასევე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის ცენტრი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალ შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოებეს ისაუბრა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
„სამედიცინო დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ის ინფექციური საავადმყოფოს სტანდარტებს სულად დააკმაყოფილებს. ამ სივრცეში განთავსდება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური, როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური ცენტრი და მისი გუნდი. მოეწყობა უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებები“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.