რატომ არ უნდა მიირთვათ ცხელი კარტოფილი, თუ წონაში კლება გინდათ - ლევან ქარაზანიშვილის რჩევა

ქარაზანიშვილი

ცნობილია, რომ სწორ კვებაზე ან დიეტაზე მყოფი ადამიანი კარტოფილის მიღებას ერიდება, რადგან სახამებელს  შეიცავს, შესაბამისად, კალორიების დიდ რაოდენობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შემწვარია. შემწვარი კარტოფილი კი ბევრისთვის ნებისმიერი სახის დელიკატესზე საყვარელი კერძია და მასზე უარის თქმა, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. ამის გამო ხშირია, რომ შემწვარს მოხარშულით ანაცვლებენ.

ექიმის, ლევან ქარაზანიშვილის ინფორმაციით, ცხელ კარტოფილს უფრო მეტი კალორია აქვს, ვიდრე ცივს.

„მოხარშული, ცხელი კარტოფილი გემრიელია, მაგრამ მას გაცილებით მეტი კალორია აქვს და გაცილებით მეტად იმატებს ადამიანი. მოხარშული ცივი კარტოფილის მირთმევის შემთხვევაში, კალორიები ნაკლებია.“ - განბაცხადა ექიმმა.