პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კობის უნივერსიტეტის იაპონელმა მკვლევრებმა კიბოს უჯრედების მანამდე უცნობი თვისება აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, სიმსივნის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.
მკვლევრების ჯგუფმა დაადგინა, რომ კიბოს უჯრედების და ჯანსაღი უჯრედების მემბრანები ერთმანეთისაგან სიმკვრივით განსხვავდება. კიბოს უჯრედებში მემბრანები უფრო მოქნილი და რბილია. მეცნიერებმა სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად მისი უჯრედების ფიზიკური მახასიათებლების შეცვლის შესაძლებლობების შესწავლა დაიწყეს.
მეტასტაზების დაბლოკვის გზების მოძიება დაავადების დამარცხების უმთავრესი კომპონენტია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ავთვისებიანი უჯრედების მემბრანების სიმკვრივის გაზრდით მეტასტაზების შეჩერება შესაძლებელია.
პრეკლინიკურმა ექსპერიმენტებმა უკვე დაადასტურა, რომ მკურნალობის ახალი სტრატეგია ცხოველებზე წარმატებით მუშაობს. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა თაგვებში. კერძოდ, ამ მეთოდმა შესაძლებელი გახადა ძუძუს კიბოს სიმსივნური უჯრედების სხვა ორგანოებზე გავრცელების შეჩერება.
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სალმონელას ბაქტერიის მეშვეობით სიმსივნის მკურნალობის მეთოდი შექმნეს.
ამასთან, უკვე შეიქმნა ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაც.
მეცნიერებმა შექმნეს ახალი პრეპარატი, რომელიც იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობაში ეხმარება.