სენსაცია - კიბოს მკურნალობა სალმონელას ბაქტერიით გახდა შესაძლებელი

კიბო

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სალმონელას ბაქტერიის მეშვეობით სიმსივნის მკურნალობის მეთოდი შექმნეს.  ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Nature წერს.

სალმონელა არის პათოგენური ბაქტერია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სალმონელოზი. ამის მიუხედავად, სალმონელას უჯრედში შეღწევის და მასში გამრავლების კარგი უნარი აქვს. უჯრედში შეღწევა რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს რამდენიმე სახის ცილების წარმოქმნას. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს სალმონელას ეს თვისება თავის სასარგებლოდ, კერძოდ სიმსივნის სამკურნალო წამლების შესაქმნელად გამოეყენებინათ.

მეცნიერებმა მარეგულირებელი ცილის flhDC მოდიფიკაცია განახორციელეს, რომელიც  უჯრედში შესვლაზეა პასუხისმგებელი. ბიოლოგებმა შეცვალეს ბაქტერიები ისე, რომ მათი flhDC დონე გაიზარდა.

გარდა ამისა, პათოგენური ბაქტერიების ქსოვილების ჯანმრთელი უჯრედების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მკვლევრებმა  სპეციალური SPI2 პრომოტორი გამოიყენეს. ბაქტერიული დნმ-ის განყოფილება, რომელიც ააქტიურებს გარკვეულ გენებს. ამის შემდეგ, მეცნიერებმა მის გვერდით მოათავსეს ბაქტერიული უჯრედის თვითგანადგურებაზე პასუხისმგებელი გენები.

სამუშაოს დასკვნით ეტაპზე მკვლევრებმა ბაქტერიას სასურველი გენების დამატებით გარკვეული ნივთიერების სინთეზირება აიძულეს.

აღნიშნული ცდა თაგვებზე ჩატარდა. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ პრეპარატი ჯანსაღ ორგანოებში არ გროვდება. NIPP1-CD და CT Casp-3 პროტეინებმა შეანელეს სიმსივნეების ზრდა და ხელი შეუშალეს თაგვებში მეტასტაზების გაჩენას.