რა უწყობს ხელს კიბოს გართულებების რისკის შემცირებას - კვლევის შედეგები

კიბო

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოავლინეს ფიზიკური აქტივობის გავლენა კიბოს გართულებების განვითარების რისკზე. აღმოჩნდა, რომ სპორტი აქვეითებს კახექსიის განვითარების ალბათობას 60%-ით.

კახექსია ორგანიზმის გამოფიტვის ბოლო სტადიაა, რომელიც ვლინდება კიბოს მძიმე მიმდინარეობისას, პაციენტების 80%-ში. ის შეიძლება იყოს ონკოლოგიური ავადმყოფების მესამედის სიკვდილის მიზეზი. კვლევის მსვლელობისას, სპეციალისტებმა შეისწავლეს თაგვების ორი ჯგუფი: პირველს ავარჯიშებდნენ სარბენ ბილიკზე 8 კვირის განმავლობაში, მეორე ფიზიკურ ვარჯის არ ასრულებდა. აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად აქტიური საცდელ ცხოველებში სიმსივნის ზრდა მუხრუჭდებოდა, ასევე, ქვეითდებოდა კახექსიის გამოვლინების ალბათობაც.

აქამდე ჩატარებული კვლევებიც მსგავს შედეგებს აჩვენებდა, თუმცა სპეციალისტებს აინტერესებდათ რამდენად მოქმედებდა ფიზიკური აქტივობა სიმსივნის განვითარებამდე. მიღებულმა მონაცემებმა დაადასტურეს მეცნიერთა მოსაზრება. მათი აზრით ვარჯიში მნიშვნელოვან კარდიოპროტექტორულ როლს ასრულებს სიმსივნური კახექსიის დროს.