მკვლელობა კახეთში - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა
1732448315
ვენების ვარიკოზული დაავადება, აქვს თუ არ მნიშვნელობა მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყებას და ხდება თუ არა პრობლემის სრულად აღმოფხვრა?
ადრეულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სტატისტიკის თანახმად, თუ დაავადება დროზე არ იქნა აღმოჩენილი და ნამკურნალები, დაავადებულთა 4% ყოველწლიურად უფრო შორს წასულ ფორმაში გადადის. ამიტომ თავიდანვე, როდესაც პაციენტს უჩნდება ეს სიმპტომები, თუნდაც არ ჰქონდეს არანაირი ვიზუალური გამოვლინება, მან უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს. როდესაც ოჯახის ექიმი ადრეულ სტადიაზე იწყებს დაავადების მართვას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებას და პაციენტისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკომენდაციის მიცემას. გარდა ამისა, თუ პაციენტს აქვს ჭარბი წონა, მან აუცილებლად უნდა მოახდინოს ამ პრობლემის გადაჭრა.
რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა, რომ მკურნალობის დაწყებამდე?
შესაძლოა თუ არა კოვიდ- 19 მა გამოიწვიოს ვენური გართულებები?
კოვიდ 19-ის ერთ-ერთი სერიოზული გართულება არის თრომბოემბოლიური გართულება ანუ პერიფერიული ვენური სისტემის - ღრმა ვენების თრომბოზი და /ან პულმონური ანუ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და შედარებით იშვიათად პერიფერიული არტერიული თრომბოზები.მათი საერთო პროცენტული მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით ჰოსპიტალიზირებულ კოვიდ19-იან პაციენტებში შეადგენს 5-11%, იმ პაციენტებთან რომელთაც უწევთ მკურნალობა დაავადების მძიმე ფორმიდან გამომდინარე ინტენსიური თერაპიის( რეანიმაციულ განყოფილებაში) თრომბოემბოლიური გართულების სიხშირემ შესაძლოა მიაღწიოს 28 %-საც.
როგორ სრულდება ლაზერული აბლაციის პროცედურა და რა უპირატესობები აქვს?
ვენების ლაზერული აბლაცია იოლი და ეფექტური მეთოდია. ულტრაბგერითი კვლევის ქვეშ, დაზიანებული ვენის არეში ჩხვლეტენ კანს, სადაც ლაზერული სხივის მიმტანი კათეტერი შეჰყავთ. ეს უკანასკნელი იწყებს გადაადგილებას სისხლძარღვის სანათურში, რის შემდეგაც, ლაზერული სხივი ვენის შიდა კედელზე ზემოქმედებს. სითბური ენერგიით ხდება ვენის კედლის შეწებება. პროცედურის შემდეგ, კიდურზე ეცმევა კომპრესული ტრიკოტაჟი და 30-60 წუთის შემდეგ, პაციენტი კლინიკას დამოუკიდებლად ტოვებს. უკვე ერთი დღის შემდეგ, მას შეუძლია, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს და მსუბუქი სამუშაოების შესრულებითაც დაკავდეს.
მკურნალობის უპირატესობები
▪ კოსმეტიკური შედეგი - მეთოდი მინიმალურად უმტკივნეულოა, არ ტოვებს განაკვეთსა და ნაწიბურებს;
▪ პროცედურა ტარდება ამბულატორიულად - არ საჭიროებს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას და არ აშორებს სამსახურებრივ საქმიანობას.
▪ პროცედურა ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ ტარდება, რაც ექოს, მკურნალობის მსვლელობაზე დაკვირვების საშუალებას რეალურ დროში, ყველა მოქმედებაზე აძლევს.
როდესაც პაციენტი მიდრეკილია ვარიკოზული დაავადებისკენ, არის თუ არა შესაძლებელი პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტაროს გარკვეული სახის მკურნალობა, კოვიდ 19 ის შემთხვევაში თრომბის პრევენციისთვის.
თვითონ ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადება არ წარმოადგენს კოვიდ 19 -ის დროს მაღალის რისკის ფაქტორს. ზოგადად რისკ-ფაქტორების შესაფასებლად არსებობს ცნობილი შკალები ძირითადად - CAPRINI-ს , GENEVE-ს და WALES -ის შკალები, რომელთა მიხედვითაც, ოჯახის ექიმის მიერ უნდა იქნეს შეფასებული პაციენტის რისკი თრომბოემბოლიური გართულების თვალსაზრისით. საბედნიეროდ პაციენტთა დაახლოებით 85% აქვთ კოვიდის იოლი-მსუბუქი ფორმა და ეს პაციენტები იმყოფებიან ამბულატორიულ ( არასტაციონარული) მკურნალობაზე. შესაბამისად - ამ პაციენტების მკურნალობის მართვა ძირითადად გადადის ოჯახის ექიმზე და მათ შორის თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკის საკითხიც მათი გადასაწყვეტია. ამბულატორიული პაციენტები უმრავლეს შემთხვევაში არიან მობილურები ( შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება) ამიტომ მათთან თრომბოზის პროფილაქტიკა შემოიფარგლება აქტიური მოძრაობით იზოლაციის პირობებში ( საჭიროების შემთხვევაში ელასტიკური ტრიკოტაჟით ქვემო კიდურებზე) და ჰიდრატაციით ( სითხეების მეტი რაოდენობის მიღებით) თუ ასეთი პაციენტები კოვიდის ინფიცირებამდე იღებდნენ ექიმის დანიშნულებით ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს - მათ უნდა განაგრძონ ეს მკურნალობა წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პრეპარატებით თრომბოემბოლიური გართულების პროფილაქტიკა ექიმის დანიშნულების გარეშე მიზანშეწონილი არ არის.
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 2 51 70 08
მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას