რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს გრიპის ვირუსმა ბავშვებში 

ბავშვები

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ გრიპის ვირუსის აქტიურობა 2021-2022 წლის სეზონში ძალიან გაზრდილია.

როგორც ის „პრაიმთაიმთან“ საუბრისას აცხადებს, მარტო იაშვილის კლინიკაში აპრილის თვეში 6 დადასტურებული შემთხვევა აქვთ. 

„არ იყო გასაოცარი, როდესაც ჩვენ პანდემიის პირველ და მეორე წელს ვერ ვნახეთ მომატებული შემთხვევები. ეს პროგნოზირებადი იყო. ვინაიდან ის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია კორონავირუსის წინააღმდეგ, ასევე ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა გრიპის ვირუსის წინააღმდეგ. პანდემიის პირველ წელს საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთივე, მდგომარეობა იყო მთელ მსოფლიოში, მკვეთრად იყო შემცირებული.

თუმცა, 2021-2022 წლის სეზონზე მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი შეზღუდვა უკვე მოხსნილი იყო და მაშინ, როდესაც უკვე საუბარი შესაძლებელი იყო იმაზე, რომ გრიპის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები პრაქტიკულად არ არსებობდა შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. ასეც აღნიშნა საქართველოში და მსოფლიოს ქვეყნებში. წელს გრიპის შემთხვევები გაცილებით უფრო მეტია ვიდრე იყო 2022 - 2021 წლის სეზონზე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ერთი თავისებურება - როგორც წესი საქართველოში გრიპის შემთხვევები ნოემბრის დასაწყისიდან გამოჩნდება და მარტის ბოლომდე ფიქსირდება. თუმცა, წელს სრულიად განსხვავებული მდგომარეობა ფიქსირდება. აპრილშიც კი, საკმაოდ ბევრია გრიპის შემთხვევა. მარტო იაშვილის კლინიკაში ამ თვეში 6 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. რაც ერთი მხრივ, მოულოდნელია და მეორე მხრივ რეალურად ასახავს იმ აქტიურობას რაც, მოჰყვა პანდემიის შემდგომ ამ პრევენციული ღონისძიებების შემსუბუქებას. 

გრიპის შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად გაზრდილია. უნდა აღინიშნოს, რომ ამის შესახებ ჯანმო გვაფრთხილებდა. „ტვინდემია“ - პირველად ეს ტერმინი, რომ გამოვიყენეთ 2021 წლის აგვისტო იყო. სწორედ, ეს იდგა ამ ტერმინის უკან. შესაძლებელი იყო, რომ ერთდროულად საქართველოში გრიპისა და კორონავირუსის შემთხვევების მატება ყოფილიყო. ასეც, მოხდა. იანვარი, თებერვალი მარტი გამორჩეული პერიოდი იყო და ძალიან ბევრი კოვიდის შემთხვევა დადასტურდა. ამავდროულად, მკვეთრად არის მომატებული გრიპის შემთხვევაც. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაქცინის აუცილებლობას,“ - ამბობს ივანე ჩხაიძე.

მისივე განმარტებით, ვირუსს მაღალი სიცხე, თავის ტკივილი ახასიათებს. პრაქტიკულად ის ნიშნები, რომლებიც კორონავირუსის დელტა ვარიანტს.

„გრიპის დროს მოსახლეობის ყველა ჯგუფში ჩვენ ვაქცინას არ ვაკეთებთ. მხოლოდ, ე.წ. რისკის ჯგუფებია ამ მხრივ შერჩეული. ეს არის ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, ორსული ქალბატონები და მოსახლეობა 65 წელს ზემოთ. ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლომდე კიდევ არის შესაძლებელი გრიპის შემთხვევები დაფიქსირდეს. ყოველ შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ სტატისტიკას აუცილებლად გამოაქვეყნებს. წელს გრიპმა მართლაც შეიცვალა სახე და შემთხვევები წინა წელთან შედარებით გაცილებით მეტია. ეს ძირითადად ეხება გრიპის A ტიპის ვარიანტს. შედარებით ცოტა, ე.წ. ღორის გრიპი. ასე, რომ არა მხოლოდ კოვიდი გააჩერა კორონავირუსის საწინააღმდეგო: ნიღბის ტარებამ, დისტანციამ, ხელის დაბანამ. არამედ, სხვა ტიპის ვირუსებიც. წლამდე ასაკის ბავშვები შედარებით იშვიათია. სულ ერთეული შემთხვევაა დაფიქსირებული. ძირითადად, წლის ზემოთაა. მათ შორის, ასევე არის ფილტვის ანთების შემთხვევები. ეს არის გრიპის ყველაზე სერიოზული გართულება. პაციენტების გარკვეულ ნაწილთან ჩვენ დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო პროტოკოლებით განსაზღვრულია. 

ვირუსს ახასიათებს მაღალი სიცხე, თავის ტკივილი. ეს ნიშნები, რომელიც გრიპს ახასიათებს პრაქტიკულად იგივეა, რაც კორონავირუსის დელტა ვარიანტი. ეს არის მაღალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. შეიძლება, ასევე იყოს - თვალის. ძლიერი საერთო სისუსტე. ხველა დამახასიათებელი არ არის. საბოლოოდ, ყველა ეს ნიშანი განსაკუთრებით, მცირე ასაკის ბავშვებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობის მიმანიშნებელია. გრიპი არის ის ვირუსი, რომელიც განსხვავებით სხვა ტიპის ვირუსებისგან უფრო ხშირად მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას, ხშირად სჭირდებათ ამ ბავშვებს აქტიური მკურნალობა. ასევე, მეტია გრიპის დროს ფილტვის ანთების შემთხვევები,“ - ამბობს ივანე ჩხაიძე „პრაიმთაიმთნ“ საუბრისას.