პატივცემულო კოლეგებო, მიხედეთ თქვენ საქმეს, დაანებეთ ამ ნარკოლოგიას თავი - ზურა სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს

ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში  წერს, რომ ქვეყანაში მომრავლდა ნარკოლოგიური კლინიკები, სადაც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს სრულფასოვნად არ მკურნალობენ.

„ამდენი წელია უკვე ნარკოლოგიაში ვმუშაობ, უამრავმა ადამიანმა გაიარა ჩემ ხელში და ყოველთვის ყველა პაციენტს შიშით უყურებ, რომ რამე არ დავუშავო და არ ვავნოთ მე და ჩემმა გუნდმა, რომელსაც ბევრი წელია ვზრდი და ვცდილობ, რომ რაც სიახლეა დარგში დავნერგოთ.

საოცრება ხდება – სოკოებივით იხსნება ეს ნარკოლოგიური კლინიკები, ზოგან საერთოდ ნარკოლოგი არ მუშაობს, ნუ ფსიქიატრიაზე ლაპარაკიც ხანდახან ზედმეტია.. აი უბრალოდ, რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ დამოკიდებულების დაავადების მკურნალობა ყველას შეუძლია, ყველანაირი ცოდნის და გამოცდილების გარეშე?

მერე ამ „სუპერ“ და ერთადერთ საქართველოში კლინიკებში ნამკურნალები პაციენტები ხვდებიან ჩვენთან და ერთი დამოკიდებულების გარდა აღმოჩნდება, რომ 5 ახალი აქვთ შეძენილი და დამატებული ფსიქიკური პრობლემები ეგრეთ წოდებული „ექსკლუზიური“ მკურნალობის ფონზე.

პატივცემულო კოლეგებო, მიხედეთ თქვენ საქმეს დაანებეთ ამ ნარკოლოგიას თავი ან თუ ხსნით ის მაინც გააკეთეთ რომ 1 ან 2 ლიცენზირებული ნარკოლოგი მაინც გყავდეთ. არ არის იოლი ამ დაავადების მართვა და მკურნალობა და ნუ დაუშავებთ ამ ხალხს, ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ და კიდევ ახალს ნუ დაუმატებთ“, – წერს ზურა სიხარულიძე.