მითია თუ რეალობა, რომ ძმრიანი წინდები სიცხის დაწევას ხელს უწყობს - ექიმების პასუხი

სიცხე

არსებობს რამდენიმე ხალხური მეთოდი, რაც ჩვენი რწმენით, ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურის დაბლა დაწევას. ერთ-ერთი ძმრიანი წინდების ჩაცმაა, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში, საკმაოდ აქტუალური მეთოდია. თუმცა, საზოგადოების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს მითია.

ექიმის, რეზო ომიაძის თქმით, ეს მითი არაა. 

„აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდს ძველ ეგვიპტეშიც იყენებდნენ. ახლახან, ერთ-ერთ საავადმყოფოში ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, სადაც 45 პაციენტი იყო, რომელთაც მაღალი სიცხე აღენიშნებოდათ. სიცხის დასაწევად სცადეს ძმრიანი და წყლის კომპრესები. დააკვირდნენ, რომელი უფრო სწრაფად და ეფექტურად დაწევდა სიცხეს. სიცხეს პაციენტებს 2 საათის განმავლობაში უზომავდნენ. როგორც აღმოჩნდა, სიცხის დასაწევად ორივე მეთოდი. ეფექტურია. თუმცა, უპირატესობა ძმრიანს მიანიჭეს, რადგან უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ცივი წყლის კომპრესები“ - თქვა ექიმმა.

ლევან ქარაზანაშვილის თქმით, ვინაიდან ძმარი ალკოჰოლს შეიცავს, ეს მეთოდი ჩვილებში რეკომენდებული არ არის.

ნახეთ ვრცლად ↓