რას ამოჰყავს სული ჯოჯოხეთიდან - ნახეთ, რა წერია მამა გაბრიელის ქადაგებაში
1787776522
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა - უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.
მიხეილ სარჯველაძემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება მზადაა, სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე სამუშაოდ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფონდის წარმომადგენლები რიჩარდ მაკენა და ვენდი მაკენა.
„სტირლინგის ფონდი“ (The Stirling Foundation) 2008 წელს, აშშ-ში დაარსდა. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ჯანდაცვა, მეწარმეობა, ქალთა, ბავშვთა და შშმ-პირთა მხარდაჭერა. ფონდს 50-მდე ქვეყანაში, 500-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.