ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

კერძოდ, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამერიკული ენერგოსისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხდება უცხოეთში წარმოებული მოწყობილობებისა და დანადგარების შეძენა და დამონტაჟება.

შესაბამისად, ტრამპმა თავისი ბრძანებით უცხოეთში წარმოებული ელექტროდანადგარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა აკრძალა.

„მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვადგენ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის აღჭურვილობის უცხოეთიდან მიწოდებასთან დაკავშირებული ვითარება წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს, რომლის წყაროც მთლიანად ან არსებითად შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაა და რომელიც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას და ამით ამ საფრთხესთან დაკავშირებით ვაცხადებ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას“, - აღნიშნულია ტრამპის ბრძანებაში.

თეთრი სახლის ლიდერმა ამერიკულ ენერგოსისტემას აუკრძალა მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორების, გენერატორების, სარელეო დაცვის, მზის პანელებისთვის ინვენტორებისა და მართვის სისტემების შეძენა.