მენტალური ჯანმრთელობის დღე - ვივო მედიქალ ჯგუფი

მენტალური ჯანმრთელობის დღე - ვივო მედიქალ ჯგუფი

„მენტალური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე “- ეს მესიჯი  გახდა მთავარი მსოფლიოსთვის. შეგახსენებთ,10 ოქტომბერი, მენტალური ჯანმრთელობის დღეა.  უსაფრთხო,პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა სამსახურში, ბმაშია პიროვნულ ზრდასთან. ამასთანავე, ყურადღება ეთმობა თანამშრომლების შევიწროვებას, დისკრიმინაციას და სტიგმას. არა კომფორტული და შეუსაბამო პირობები  მათ კმაყოფილებას და პროდუქტიულობას ამცირებს. ზოგიერთი სამუშაო პატერნი საზიანოა ჯანმრთელობისთვის  და ქრონიკულ სტრესს ქმნის. სტრესის გავლენით, კი  წარმატებული თანამშრომელი მთლიანად კარგავს  პერსპექტივის  ინტერესს და მოვლენას, როგორც საფრთხეს-ისე აღიქვმს.

სამუშაო სტრესს თან ახლავს  ფიზიკური სიმპტომები:

გადაღლა,ჩაძინების სირთულეები

კუნთების დაჭიმულობა

თავის ტკივილი

ტაქიკარდია

კუჭ-ნაწლავის პრობლემები

ფსიქოლოგიური სიმპტომები:

შფოთვა,შფოთვის გამწვავება

დეპრესია

გაღიზიანება

პესიმიზმი,იმედგაცრუება

კონცენტრაციის და გადაწყვეტის სირთულეები,კოგნიტური სირთულეები

გადახედეთ, რა ცვლილებები გსურთ სტრესის რედუქციისთვის.  ჩვენი  რეკომენდაციები და სხეულზე ორიენტირებული ტექნიკები , თვითრეგულაციასა და სტრესის დაძლევისთვის გამოიყენეთ: 

სამუშაო ადგილი,სადაც დიდ დროს ატარებთ, სჯობს მოირგოთ.აირჩიეთ სწორი განათება და ერგონომიული ავეჯი

პოზიტიური შეხედულებები ამუშავეთ-მე-O.K.სამყარო-O.K.გადაღღლის და დაძაბულობისას,სიახლეზე გადაერთეთ.რაც ენდორფინების გამოყოფას  და ენერგიის აღდგენას  უზრუნველყოფს.

შეისვენეთ-დალიეთ წყალი ან ყავა,ჩაყავით ხელები ცივ წყალში

სუფთა ჰაერზე გასვლა და ბუნების ჭვრეტა-იდეალურია.

სიმშვიდის მედიტაციის ტექნიკა: სამჯერ ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ღრმად. გაიხსენეთ ყველაზე სასიამოვნო ადგილი,წარმოიდგინეთ ,რომ  იქ ხართ.ამუშავეთ წარმოსახვა.

”.აქ და ახლა”-ფეხის ტერფებით(არ დააჭიროთ ტერფებს) შეიგრძენით საყრდენი. მაგ- ოქროსფერი ქვიშა. გააცნობიერეთ ეს ადგილი, ფოკუსირდით სხეულზე. დატკბით მოცემული სურათით. ათ წუთში  თქვენი სხეულის შეგრძნებები შეიცვლება.

ექიმი-ფსიქოთერაპევტი

სხეულზე ორიენტირებული თერაპევტი, თეონა გომართელი

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი