„მძიმე მიმდინარეობის ლეპტოსპიროზი შეიძლება ფატალურად დასრულდეს“ - საგანგაშო ინფორმაცია საქართველოში დადასტურებულ დაავადებაზე

გოგინავა

საქართველოში მძიმე დაავადებათა სიაში შეტანილი ლეპტოსპიროზის შემთხვევები დადასტურდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ამ დროისთვის, ინფექციას 3 პაციენტი ებრძვის.

რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას, ამ თემაზე, ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს. 

„ახასიათებს ფართო გავრცელება, შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს, მაგრამ ყველაზე მეტად ყურადღება მძიმე მიმდინარეობას უნდა მივაქციოთ, რადგან სამწუხაროდ, მძიმე მიმდინარეობის ლეპტოსპიროზი შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

სიმპტომები:

პირღებინება, მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი, ოფლიანობა. ასევე, ქვედა კიდურის კუნთების და წელის ტკივილი, თვალის სიწითლე და ა.შ. 

მძიმე დაავადების სიმპტომები:

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა. დამახასიათებელი სიყვითლე. კანზე გამონაყარი“, - ამბობს ალექსანდრე გოგინავა. 

დეტალურად, ნახეთ ვიდეო: