"მაიმუნის ყვავილზე" დაავადებათა კონტროლის ცენტრი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

მაიმუნის ყვავილი

მაიმუნის ყვავილის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

„2022 წლის 1-ელი იანვრიდან 4 ივლისამდე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 5 რეგიონის 59 წევრ ქვეყანაში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 6027 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. აფრიკის რეგიონში დაფიქსირდა სიკვდილის სამი შემთხვევა. 10 ქვეყანაში 21 დღეზე მეტია არ დაფიქსირებულა მაიმუნის ყვავილის ახალი შემთხვევა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.