დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.
როგორც ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქვეყანაში გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ზედამხედველობა გაძლიერდება.
"მაიმუნის ყვავილის“ ორი ფორმა, კერძოდ, დასავლეთ აფრიკის და ცენტრალური აფრიკის, ე.წ. კონგოს აუზის. ყველაზე რთულია ე.წ. კონგოს აუზის, რომლის ლეტალობა 5-6%-მდე მერყეობს. დასავლეთ აფრიკის კი შედარებით მსუბუქია. „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად გამონაყარით მიმდინარეობს, ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით. ინფექცია ძირითადად კონცენტრირებული იყო აფრიკის ქვეყნებში. ახლა გვაქვს შემთხვევები, როდესაც დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებშიც. 100-მდე შემთხვევაა აღწერილი, სიკვდილი კი არ არის დაფიქსირებული", - განაცხადა გამყრელიძემ.