გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ლაშა ქარდავასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიცირების სტატუსის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა, ამ მიმართულებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე.
მიმდინარე თვეს დაგეგმილია ჯანმოს მისია, რომელიც საბოლოო შეფასებას ჩაატარებს. ექსპერტების მიერ დადებითი შეფასების შემთხვევაში საქართველო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსს მიიღებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.