ჯანდაცვის მინისტრმა კავკასიის მედიცინის ცენტრი დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა კავკასიის მედიცინის ცენტრი დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრი, კავკასიის მედიცინის ცენტრშიიმყოფებოდა, რომელმაც  საერთაშორისო აკრედიტაციაა მოიპოვა და  Joint Commission International-ის (JCI) აკრედიტებული მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა.

მიხეილ სარჯველაძემ, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერა, შემდეგ კი საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად განხორციელებული ცვლილებების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კლინიკის მიერ, JCI აკრედიტაციის მოპოვება,  ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს სიახლე პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფის გარანტიაა, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, სპეციალურად მოწვეული, სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.