ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას შეხვდა

ჯანდაცვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას, ლენა ნანუშიანს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ერთობლივ პროექტებს.

თეა გიორგაძემ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. ისაუბრეს საქართველო-სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.