1728312638
ისრაელში მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კორონავირუსის მძიმე შემთხვევების და სიკვდილიანობის რისკის შემცირების გზა იპოვეს - უახლესი კვლევა
ისრაელში მეცნიერები კორონავირუსის მძიმე მიმდინარე ინფექციის შემსუბუქებასა და სიკვდილიანობის რისკის შემცირებას ადამიანებში D ვიტამინის დეფიციტს უპირისპირებენ და აღნიშნული დანამატის ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება ავრცელებს, რომელსაც "პრაიმტაიმი" გთავაზობთ:
"ისრაელში მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მიერ შეგროვებული მონაცემებს შორის დღემდე ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულება ორგანიზმში D ვიტამინის დონის მატებით კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში მძიმედ მიმდინარე ინფექციის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ბარ ილანის უნივერსიტეტისა და გალილეის სამედიცინო ცენტრების მკვლევარები აცხადებენ, რომ ვიტამინს იმდენად ძლიერი დადებითი გავლენა აქვს დაავადების სიმძიმეზე, რომ მედიკოსებს შეუძლიათ პროგნოზი გააკეთონ, როგორ იქნებიან ადამიანები ინფიცირების შემთხვევაში, მათი ასაკისა და D ვიტამინის დონის შესაბამისობის მიხედვით.
კვლევა ჩატარდა ისრაელის ვირუსის პირველი ორი ტალღის დროს, სანამ ვაქცინები ფართოდ იყო ხელმისაწვდომი და ექიმებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიტამინის არ არის ვაქცინის შემცვლელი, თუმცა, იმუნიტეტის დონე არ მცირდება.
D ვიტამინის დეფიციტი ენდემურია მთელ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ისრაელშიც, სადაც თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი განიცდის ვიტამინის დეფიციტს. ისრაელის მკვლევარებმა ინფიცირებამდე დანამატების მიღებით დაადგინეს, რომ პაციენტებს შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ დაავადების ყველაზე ცუდი შედეგები.
„ჩვენ გასაოცარი რამ აღმოვაჩინეთ - გახდებით უფრო მძიმე პაციენტი თუ ორგანიზმს აკლია D ვიტამინი, ვიდრე მაშინ - თუ ამ ვიტამინის დონე წესრიგში გაქვთ," - თქვა ექიმმა ამიელ დორმა, გალილეის სამედიცინო ცენტრის ექიმმა და ბარმა.
მან აღნიშნა, რომ მისი კვლევა ჩატარდა ომიკრონამდე, მაგრამ თქვა, რომ კორონავირუსი არ იცვლება იმდენად ფუნდამენტურად, რომ ცვლილებები წარმოქმნას და D ვიტამინის ეფექტურობა უარყოფილი აღმოჩნდეს.
„ის, რასაც ვხედავთ, როგორ ეხმარება D ვიტამინი ინფიცირებულებს კოვიდ ინფექციის დროს, არის მისი ეფექტურობის შედეგი იმუნური სისტემის გაძლიერებაში, რათა გაუმკლავდეს ვირუსულ პათოგენებს, რომლებიც თავს ესხმიან სასუნთქ სისტემას. ეს ისეთივე აქტუალურია Omicron-თვის, როგორც ეს იყო წინა შტამებისას.“, - განუცხადა მან The Times of Israel-ს.
ისრაელისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოებმა რეკომენდაცია გაუწიეს D ვიტამინის დანამატებს კოროვირუსული პანდემიის საპასუხოდ, თუმცა მონაცემები მისი ეფექტურობის შესახებ აქამდე მწირი იყო.
ივნისში მკვლევარებმა გამოაქვეყნეს დასკვნები, რომელთა მიხედვითაც, კორონავირუსით გარდაცვლილთა 26 პროცენტს D ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა ჰოსპიტალიზაციამდე, თუმცა გარდაცვლილებს შორის 3%-ს D ვიტამინის ნორმალური მაჩვენებელი აღენიშნებოდა.
მათ ასევე დაადგინეს, რომ კლინიკებში მყოფი პაციენტები, რომლებსაც D ვიტამინის დეფიციტი ჰქონდათ, საშუალოდ 14-ჯერ უფრო ხშირად ვარდებოდნენ მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში, ვიდრე - სხვები.
თუმცა, დრორი ამტკიცებდა, რომ მისი გუნდის კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის მნიშვნელობა არ იყო დაფუძნებული არასრულ ან ხარვეზებზე დაყრდნობით.
"ადამიანებმა აქედან უნდა ისწავლონ, რომ კვლევები, რომლებიც მიუთითებენ D ვიტამინის მიღების მნიშვნელობაზე, ძალიან სანდოა და არ არის დაფუძნებული არასწორ მონაცემებზე.
ეს ხაზს უსვამს პანდემიის დროს D ვიტამინის დანამატის სახით მიღების აუცილებლობას რომელსაც არ აქვს უარყოფითი მხარე." - ამბობს მეცნიერი." - წერს გამოცემა.