დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„იმედის პედიატრიული კლინიკის“ ხელმძღვანელმა, პედიატრმა ეკატერინე გეთიამ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ სპაზმურ ხველაზე ისაუბრა და განმარტა რატომ არ იძლევა ხშირად ეფექტს ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია:
„პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია სამკურნალო მეთოდი არ არის, ეს არის დამატებითი საშუალება იმისთვის, რომ მოხდეს ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვანის დატენიანება, რომ არ მოხდეს დიდი რაოდენობით ლორწოს სეკრეტის დაგროვება.
თუ სპაზმურ ხველაზე მიდგა საკითხი, ამ დროს აუცილებლად ბრონქოდილატატორები უნდა გამოვიყენოთ, რაც პატარა ბავშვის ორგანიზმს ლორწოს სეკრეტის დაშლის საშუალებას მისცემს. მშობლების შეშფოთებას, რომ სახლის პირობებში ფიზიოლოგიური ხსნარით ვერ ხსნიან ხველას, სავსებით ვეთანხმები, თუმცა ფიზიოლოგიური ხსნარი, რომლითაც კლინიკის პირობებში კეთდება ინჰალაცია, სავსებით განსხვავებულია, რადგან ხდება ჟანგბადის შერევა და ეს კოქტეილი გვაძლევს ჰიპოქსიის მოხსნის და ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დატენიანების საშუალებას“ – განაცხადა ეკატერინე გეთიამ.