1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში უკვე შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური უსაფრთხო და არაინვაზიური კვლევის გულის არტერიების კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.
გულის არტერიების ტომოგრაფია წარმოადგენს მაღალი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობის არაინვაზიური კვლევის მეთოდს, რომელიც ისევე როგორც, ინვაზიური კორონაროგრაფია, იძლევა გულის მკვებავი (კორონარული) არტერიების ნახვის და მათი შესაძლო შევიწროვების აღმოჩენის შესაძლებლობას.გამოსახულება მიღებული კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებელია დათვალიერდეს სამგანზობილებიან სიბრტყეში.
რა დროს სჯობს კტ კორონაროგრაფიის ჩატარება:
• როდესაც ეჭვი ჩნდება გვირგვინოვანი არტერიების ანომალურ განვითარებაზე;
• როდესაც ადგილი აქვს გვირგვინოვანი არტერიების შევიწროვების დაბალი რისკის არსებობას; გულის არეში არატიპიური შეგრძნებების არსებობისას, დატვირთვის სინჯის და სხვა ტესტების არაერთაზროვანი, ცუდად ინტერპრეტირებადი შედეგებისას;
• გულმკერდის არეში ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში;
• დატვირთვის ტესტის შედეგების გაუარესება დინამიკაში;
• ახლად აღმოცენებული გულის უკმარისობა, დაბალი კუმშვადი ფუნქციით, როდესაც იშემიური დაავადების არსებობა დადსტურებული არ არის;
• ზოგიერთი პაციენტისთვის არა კარდიული ოპერაცის წინ, კარდიული რისკის შესაფასებლად;
• გვირგვინოვანი არტერიების შუნტების დათვალიერება
კტ კორონაროგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ისეთი დაავადებების პარალელური დიაგნოსტიკა, როგორიცაა მოცულობითი წარმონაქმნების გულმკერდის ღრუში, ფილტვებში, ფილტვების ატელექტაზი, ფილტვის არტერიის ტრომბოემბოლია, აორტის ანომალიები, ძვლების და ხერხემლის ზოგიეთი პათოლიგიები და სხვ.
იმ შემთხვევაში, როდესაც კტ კორონაროგრაფიის ჩატარების შედეგად აღმოჩნდება გვირგვინოვან სისხლძარღვთა ისეთი შევიწროება, რომელიც საჭიროებს მექანიკურ ჩარევას, იქმნება ინვაზიური კორონაროგრაფიის ჩატარების საჭიროება.
გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვების დროულ აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პაციენტთა კორონარული რისკის ადეკვატური მართვისთვის, მედიკამენტური თუ მექანიკური ჩარევის დროული და ზუსტი გამოყენებისთვის.
კვლევის ჩატარება უკვე შესაძლებელია ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში.
ჩასაწერად : 2 51 70 08
მის : ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5