1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დაავადებათა კონტროლის ცენტრი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
,,საქართველოში აპვ ვაქცინაცია ტარდება 10-11-12 წლის გოგონებში, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ის ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).
13-26 წლის გოგონებს, რომელთაც ვერ შეძლეს ჩაეტარებინათ ვაქცინაცია, დამატებითი ინტერვენციის სახით, 2023 წელს ეძლევათ შესაძლებლობა აიცრან.
15-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია სამჯერადია, სქემით: 0-2-6 თვე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.