პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში 157 102 ადამიანი გარდაიცვალა.
2019 წელს - გარდაიცვალა 46659 ადამიანი
2020 წელს - გარდაიცვალა 50537 ადამიანი
2021 წელს - გარდაიცვალა 59906 ადამიანი
2020 წლის 26 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქსტატის ცნობით, კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა.
„2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (17 922 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (874 კაცი)”, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.