დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პირველიდან 7 მაისის პერიოდში მოსალოდნელი მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს.
„პირველიდან 7 მაისამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი:
იფანმა (Fraxinus), ნეკერჩხალმა (Acer) და კაკალმა (Juglans) დაასრულეს ყვავილობა.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლები დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
რცხილას (Carpinus), ჭადრის (Platanus), თუთის (Morus) და წიფლის (Fagus) მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
მუხის (Quercus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთეული სახით დაფიქსირდება უხრავის (Ostrya) და არყის ხის (Betula) მტვრის მარცვლები.
ფიჭვის (Pinus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება, თუმცა მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.
ყვავილობა დაიწყო ცხენისწაბლამ (Aesculus) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც ერთეული სახით.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება. “,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.