აშშ-ში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

მაიმუნის ყვავილი

აშშ-ში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დაავადებასთან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფას.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ში მაიმუნის ყვავილით დაავადების 6 600 შემთხვევა აღრიცხეს. აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაავადების გავრცელებას სერიოზულად მიუდგნენ.

მანამდე მაიმუნის ყვავილის გავრცელება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც. აღნიშნული ნაბიჯი მიმართულია დაავადებასთან საბრძოლველად საერთაშორისო ბრძოლის კოორდინაციისკენ.