არის თუ არა შესაძლებელი ბავშვის სქესის განსაზღვრა მუცლის ფორმით - ექიმის განმარტება

pregnant

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის განსაზღვრა მუცლის ფორმით არის შესაძლებელი? მეან-გინეკოლოგები ამ კითხვაზე პასუხობენ, რომ ეს მითია.

„რა თქმა უნდა, მითია. ხშირად ამბობენ, რომ წაწვეტებულ მუცელში ბიჭი ზის, ხოლო განზე გასულ მუცელში გოგო ნებივრობს. ეს დამოკიდებულია ქალის ფიზიკურ აქტივობაზე მის მომზადებაზე. მუცლის ფორმის მიხედვით ვერანაირად ვერ დავადგენთ, ვინ იქნება, გოგო თუ ბიჭი“ - ამბობს ექიმი მაკა ჩიქოვანი „მშობლები.გე“-სთან ინტერვიუში.