მარტვილელი ბებო, რომელიც მანქანების სიყვარულით იყო ცნობილი და ბევრმა სწორედ ამით გაიცნო, გარდაიცვალა
1781342801
COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.
სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.
COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვის კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად განისაზღვრება 5 დღით. ამასთან ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში.
„ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და ძალიან გვინდა, რომ სწრაფად გადავიაროთ ეს პიკი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგნოზირებით თითქოს გადავლილია ეს პიკი, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში. ამ კვირაში შემთხვევათა რაოდენობა იმერყევებს, ალბათ, იმავე ფარგლებში და დიდი ალბათობით, იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ დაიწყებს შემცირებას,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.