2023 წლის ბიუჯეტში ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება იზრდება

მედიკამენტი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ 2023 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზრდილი დაფინანსების ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონი ლარი, მიმართული იქნება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსებაზე.

„ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონი ლარით ზრდა შეეხება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსებას. მოგეხსენებათ, ჩვენ მომდევნო წლის იანვრიდან რეფერენტული ფასებით განვსაზღვრავთ წამლების ფასებს. პირველ ეტაპზე შეეხება ქრონიკულ და ონკოლოგიურ დაავადების მქონე პირებს. აქედან გამომდინარე, 30 მილიონი დაემატება რეფერენტული ფასების განსაზღვრის შემდეგ. ასევე გაფართოვდება დასაფინანსებელი მედიკამენტების სია და მეტად გავზრდით ხელმისაწვდომობასა და ადამიანების მოცვას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.