განათლების სფეროში დასაქმებულების ხელფასი იზრდება

სკოლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების სფეროში მოქალაქეებს ხელფასები გაეზრდებათ.

ხელფასის ზრდა ყველა საჯარო მოხელეს ეხება, რომლებსაც ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ.

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე გაიზრდება მანდატურის ხელფასები. საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება 10%-ით, ასევე გავზრდით პროფესიულ სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას.

ასევე, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასების ზრდაც. ესეც გათვალისწინებული გვაქვს ბიუჯეტში“,- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ: ამ პროფესიის ადამიანებს იანვრიდან ხელფასი გაეზრდებათ - პრემიერის გადაწყვეტილება